Plan your baby sex in China
15 03 2010
ბევრ მკითხველს აინტერესებს: როგორ უყურებს ყველა ოჯახის ძირითად საკითხს ბავშვის სქესის დაგეგმვის შესახებ ის ქვეყანა, რომელიც დაგეგმილი შვილოსნობის (ერთი ოჯახი - ერთი შვილი) პოლიტიკას ატარებს ? ჩინელებს ვაჟიშვილის დაბადება ურჩევნიათ: ძველი ტრადიციით, ქალიშვილი გათხოვების შემდეგ ოჯახს ტოვებს, ამით ოჯახს მუშახელის დაკარგვა ემუქრება. ჩინეთში ბევრი ქალი, განსაკუთრებით სოფლად, ხშირად ორსულობას წყვეტს, როდესაც გაიგებს, რომ გოგოს მუცლით ატარებს. ჩვენ შევეცადეთ, შეგვერჩია მასალები სხვადასხვა წყაროებიდან. ჩინეთში, განსაკუთრებით სოფლებში, ბიჭი ფასდება როგორც გვარის გამაგრძელებელი და მომავალი მუშახელი. დაგეგმილი შვილოსნობის (ერთი ოჯახი - ერთი შვილი) პოლიტიკის გატარებამ გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში შეიქმნა ბავშვის სქესის არჩევის სხვადასხვა მეთოდი. ზოგიერთ რაიონში "უცოლოების სოფლებიც" კი დაარსდა , და ამ ფაქტმა პირდაპირი გავლენა იქონია საზოგადოების უსაფრთხოებაზე და სტაბილურობაზე. 2000 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ჩინეთში ახალშობილ ვაჟთა და გოგონათა შეფარდებამ 116,9:100 მიაღწია, რაც საშუალო საერთაშორისო დონეს მნიშვნელოვნად აღემატება . წყარო:: POLIT.RU (http://www.polit.ru/news/2005/02/28/china.html) მე -10 მოწვევის სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენლების კრების მუდმივმოქმედი კომიტეტის მე-14 სესიის მონაწილეებმა გამოთქვეს აზრი, რომ ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში შესატანია შესწორებები, რათა არ მოხდეს ახალშობილ ვაჟებისა და გოგონების რაოდენობებს შორის დისპროპორციით გამოწვეული სიტუაციის გაუარესება. დემოგრაფიისა და დაგეგმილი შვილოსნობის , აგრეთვე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მოქმედი კანონების შესაბამისად, გოგონების დაბადების თავიდან აცილების მიზნით ნაყოფის სქესის განსაზღვრა და სამედიცინო ჩვენებების გარეშე აბორტის გაკეთება ისჯება მხოლოდ ადმინისტრაციულად ან ეკონომიკური სანქციების მეშვეობით . კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ამგვარი ქმედება წარმოადგენს დანაშაულს და უნდა განიხილოს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევად. წყარო: სააგენტო „სინხუა“ ოფიციალური პირების ინფორმაციით, ჩინეთში უკვე აკრძალულია აბორტის გაკეთება მას შემდეგ , რაც ბავშვის სქესი ცნობილი გახდა . მაგრამ, არსებული კანონებში ნახსენები არ არის, თუ რა სასჯელი ემუქრება დამრღვევს. ჩინეთის ოჯახის დაგეგმვის ასოციაციის ანგარიშში ასევე აღნიშულია ჩინეთის მოსახლეობის დაბერების ფაქტი. ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად ჩინელების 11%-ს წარმოადგენენ 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები. 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი ,სავარაუდოდ, 16%-ს გადააჭარბებს . წყარო:: BBC-ის რუსული სამსახური http://news.bbc.co.uk/hi/russian/life/newsid_6963000/6963555.stm) ჩინეთის სახალხო წარმომადგენლების კრების მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, არ შეეტანათ ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივი ნიშნის საფუძველზე გაკეთებული აბორტის დასჯის შესახებ. ერთი წლის უკან შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, სქესობრივი ნიშნის საფუძველზე აბორტის გაკეთება ითვალისწინებდა სამ წლამდე ვადით დაპატიმრებას. წყარო: გაზეთი "China Daily" ჩინეთში დაწესებული შეზღუდვები ბავშვის სქესის განსაზღვრის მიზნით ულტრაბგერითი გამოკვლევების ჩატარებაზე. სელექტიური აბორტი უკვე აიკრძალა, მაგრამ ამჟამად ზემოაღნიშნულთან დაკავშირებული დარღვევა იწვევს არა სისხლის სამართლის, არამედ ადმინისტრაციულ დასჯას, ძირითადად, ჯარიმებს. წყარო:: "რია ნოვოსტი" (http://www.rian.ru/society/20060626/50004983.html) პროგრამა Childrenboom ბავშვის სქესის დაგეგმვის რამდენიმე მეთოდიკის შერწყმით შეიქმნა. პროგრამის მუშაობაში აგრეთვე „ჩინური ცხრილის“ მეთოდი გამოყენებულია . ბავშვის სქესის განსაზღვრის ეს მეთოდი ჩვენამდე ძველი ჩინეთიდან მოვიდა . მიუხედავად იმისა, რომ ცხრილი პირველი ათასწლეულის შუა წლეებში შეიქმნა, ის თანამედროვე კალენდარზე ადაპტირებულია . ამჟამად ცხრილის ორიგინალი ინახება პეკინში, მეცნიერებათა ინსტიტუტში . პროგრამა Childrenboom დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩინეთში და მის ფარგლებს გარეთ.